"კრილია სოვეტოვის" ვეტერანმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ სამედოვმა რუსეთის ჩემპიონატის დონე შეაფასა.
"უკანასკნელი 5 წელია რუსეთის ჩემპიონატის დონე ეცემა. ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს.
ჩვენი ჩემპიონატის პროგრესირების შანსი ნაკლებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დონე ძალიან დაეცა.
მახსოვს, როდესაც "ლოკომოტივს" კუჩუკი ავარჯიშებდა, შესანიშნავი სეზონი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო კონკურენციის თვალსაზრისით. ჩემპიონი მხოლოდ ბოლო ტურში გამოვლინდა", - ციტირებს სამედოვს ТАСС-ი.