ალეკსანდრ სამედოვი: რუსეთის ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცა

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ვეტერანმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ სამედოვმა რუსეთის ჩემპიონატის დონე შეაფასა.

"უკანასკნელი 5 წელია რუსეთის ჩემპიონატის დონე ეცემა. ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს.

ჩვენი ჩემპიონატის პროგრესირების შანსი ნაკლებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დონე ძალიან დაეცა.

მახსოვს, როდესაც "ლოკომოტივს" კუჩუკი ავარჯიშებდა, შესანიშნავი სეზონი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო კონკურენციის თვალსაზრისით. ჩემპიონი მხოლოდ ბოლო ტურში გამოვლინდა", - ციტირებს სამედოვს ТАСС-ი.