თემურ ქეცბაია: და აი, დადგა ჩემი დაბრუნების დრო - ტიტულები უნდა დავიბრუნოთ

AutoSharing Option
როგორც გამცნეთ, თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისი" ჩაიბარა. მან პრეზენტაციაზე სეფე-სიტყვა წარმოსთქვა.

"ეს მხოლოდ ჩემი დაბრუნება არაა. რაღაც ახალს არ ვიწყებ. აქ 1991 წელს ჩამოვედი. იყო პრობლემები, მაგრამ გულშემატკივრები მუდამ გვერდში გვედგნენ. ჩვენ მომავლის რწმენა გვაქვს. ერთად უნდა ვიღვაწოთ გუნდის აღორძინებისათვის. ტიტულები უნდა დავიბრუნოთ, ამას კი დრო სჭირდება. მადლობა ნდობისათვის.

ვერ გეტყვით, ვინ წავა და ვის დავიმატებთ. იმედია, სანამ შეკრებას დავიწყებთ, 90%-ით დავკომპლექტდებით. შემადგენლობის 100%-ით გამოცვლას არ ვაპირებთ. გეგმა გაგვაჩნია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს.

რატომ არ მივიღე თავიდან შეთავაზება? ვთვლი,
რომ მაშინ საჭირო დრო არ იყო. ვისაუბრეთ და ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაშია "ანორთოსისი". კლუბის მფლობელები ფინანსურად დაგვეხმარებიან. კვიპროსში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და "ანორთოსისთან" მაშინაც ვიყავი, როდესაც აქ არ ვიმყოფებოდი. და აი, დადგა დრო ჩემი დაბრუნებისა.

ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ყოველ მატჩში გამარჯვება მინდა. გავძლიერდებით და ძლიერ გუნდს ავაშენებთ. 2004 წელსაც ანალოგიური პრობლემები გვქონდა და ყველაფერი დავძლიეთ. მაღალ მიზნებს დავისახავთ, მაგრამ თუ პირველივე სეზონში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მე სამუშაოს არ დავტოვებ, ბოლომდე ვიბრძოლებ", - ციტირებს ქეცბაიას კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდ წარმატებებს გისურვებ ბ-ნო თემურ.
გიზოგ
21 მაისი 2019 10:43
0
თმაზე ალერგიაა აქვთ ეტყობა, წინა მწვრთნელიც ესე შეარჩიეს:)))
emigranti
19 მაისი 2019 00:34
0
ტოტლოპანები კი არიან,მაგრამ მთავარია რა აქვთ მაგ მოტვლეპილ თავებში...წარმატებები...
status quo
18 მაისი 2019 15:16
3
სამივე რო ტოტლოპანაა ... ))))) ანორთოსისი ტოტლოპანების ხელში ჩავარდა )))))))
benji
18 მაისი 2019 11:55
10
წარმატებებს გისურვებთ!
ლევან
18 მაისი 2019 11:31
0
რატომ არაა ეს ადამიანი ქართულ ფეხბურთში? არველაძე? ცხადაძე?
სადაა ფეხბურთელები რომელნიც მოიტანენ გამარჯვებებს, მაგალითად, არაბიძე, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, კვარაცხელია და ა.შ.?!!!
პირველი, დონე და ტალანტი არის საქართველოში, მეორე, გეყოპათ ყიდვა-გაყიდვა ნაადრევად! რატომ ფლანგავთ ასეთ რესურს? და ეს არა მარტო ფეხბურთს ესახება! ეგებ გეყოფათ ასე უაზროდ ცხოვრება ქართველნო?
თენურს წარმატებები! მიახწევს..და მერე ჩვენ ვიკბინოთ ხელები გარუსებულ-გათურქებულ საქართველოში! ვაი ჩვენ თავს!
გთხოვთ ნუ მიბლოკავთ!
Geo
18 მაისი 2019 11:22
4
წარმატებებს გისურვებ თემურ.
giga
17 მაისი 2019 22:32
1
წარმატებები თემურს.იმედია ყველაფერი გამოუვა.
სოსო
17 მაისი 2019 22:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული