ჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

AutoSharing Option
დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ალბათ, "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს.

"ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნა ჰქონდა", - განუცხადა მოურინიომ RMC-ის.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა, მესიმ კი მიმდინარე სეზონში 48 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.