მატჩისას მსაჯს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლივიაში "ოლვეის რედისა" და "ორიენტე პეტროლეროს" მატჩისას (5:0) 32 წლის მსაჯი ვიკტორ უგო ურტადო გარდაიცვალა.

მას მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გული გაუჩერდა. ორივე გუნდის ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისევ გაუჩერდა გული და გარდაიცვალა.

მატჩი ქალაქ ელ-ალტოში ჩატარდა, რომელიც ზღვის დონიდან 4 000 მეტრზეა.

ტრაგიკული ეპიზოდისას ანგარიში 0:0 იყო და მსაჯობა სარეზერვო არბიტრმა ხულიო ფერნანდო გუტიერესმა გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული