მიუხედავად იმისა, რომ "აინტრახტის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის "რეალში" გადასვლა ამას წინათ გადაწყვეტილად გამოცხადდა, ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ჟოზეპ პედრეროლის ცნობით, "რეალს" "აინტრახტის" მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ევრო ეძვირა.
არაა გამორიცხული, იოვიჩის სამსახურით "ბარსელონა" კვლავ დაინტერესდეს.
21 წლის სერბმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"რეალი" "აინტრახტს" ლუკა იოვიჩის 60 მილიონად შეძენაზე შეუთანხმდა
"აინტრახტმა" ლუკა იოვიჩი "ბენფიკადან" 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა