ლა ლიგის პრეზიდენტი: როდესაც დიდი ფულია, ფეხბურთი სათამაშო ხდება

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პსჟ და "მანჩესტერ სიტი" ფინანსური ფეარ-პლეის გამო გააკრიტიკა.

"ორი წლის წინ, Soccerex-ის დროს ვთქვი, რომ ისინი ფეარ-პლეის სტანდარტებს არ შეესაბამებოდნენ. "სიტიმ" ფაქსით იურიდიული დოკუმენტები გამომიგზავნა, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ სასამართლოში შევხვდებოდით. დღემდე ველი სასამართლოს.

თუ ფეხბურთში სახელმწიფოს ფული ჩაიდება, ის სპორტი აღარ იქნება - უფრო სახელმწიფოთა ხელში მქონე სათამაშოს დაემსგავსება.

სათამაშოებით კი "ბავშვები" ერთობიან და სისტემა ინგრევა.

ამ კლუბებში ფეხბურთელთა ხელფასები იზრდება. ევროპის სხვა კლუბებიც იძულებულნი არიან, მოთამაშეებს გასამრჯელო მოუმატონ და მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ვარდებიან.
ეს მთელ ევროპაში სტრუქტურულ ბალანსს ანგრევს.

დიდი ფულის მქონე კლუბები ფეხბურთს საფრთხეს უქმნიან. აი, ამაზე უნდა იმუშაოს უეფამ.

არ გამიკვირდება, თუ უეფა "სიტის" დასჯის. "სიტი" და პსჟ ევროტურნირებიდან უნდა მოკვეთონ.

სუპერლიგა? ამ პრობლემის მთელი წყარო ინფლაციური ეფექტია, რომელიც "სიტიმ" და პსჟ-მა შექმნეს, ხოლო სხვა კლუბებს ამ ბიჭებისთვის კონკურენციის გასაწევად ფული უნდათ", - განუცხადა ტებასმა "ტაიმსს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესპანელების სალაპარაკო არ უნდა იყოს ფეხბურთის დადებითი და უარყოფითი მხარე, დიდი ცოდვები მიუძღვით ჯერ ბარსელონას ჩაძირვა ფრანკოს მიერ, იმის გამო რომ ესპანელები არ არიან კატალონიელები. მერე ესპანეთის ნაკრები როგორ იგებდა, (მეტოქეთა მოწამვლით) მერე რეალი და ა.შ.
....
22 მაისი 2019 10:04
13
აბა შენა ხარ რა? ძაან იცი რა, ვინ ვინ ჩაძირა.
ეეეეეე
24 მაისი 2019 17:30
0
ამათ ხომ წაიღეს ტვინი რა? რატო რეალს არ უკრძალავდნენ? მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი იყო და არ მახსენდება ვინმეს დასჯაზე ეთქვათ. რა შურიანები არიან.
123
22 მაისი 2019 10:01
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული