როგორ "გადააგდო" ვალერი გაზაევმა "ალანიას" მეკარე

AutoSharing Option
"ხიმკის" მეკარემ, დმიტრი ხომიჩმა გაამხილა, თუ როგორ გადააგდო "ალანიაში" თამაშის პერიოდში გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა და შეთავსებით კლუბის პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა.

"მესამე სეზონში 8 თვე ხელფასს არ მიხდიდნენ. მაშინ ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 60 ათასი დოლარი იყო.

პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ ვალერი გეორგის ძემ მთხოვა, გასამრჯელოს განახევრებას დავთანხმებულიყავი. მითხრა: "აი, შენ ჩემი ხელი, თუ გუნდს პრემიერლიგაში დააბრუნებთ, ხელფასს გაგიორმაგებ". პირობა არ შეასრულა. ცოტა მომიმატა, 35 ათასამდე.

დავალიანება არ გამისტუმრა. პირადად დავურეკე, მან კი მიპასუხა: "დიმ, მე ფული არა მაქვს, ჩემს ფულს ხომ ვერ
მოგცემ". რა უნდა მექნა, კარგი-მეთქი", - ციტირებს ხომიჩს ტელეარხი "კრასავა" "იუთუბზე".

გაზაევი ამჟამად გოსდუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული