დანი ალვეში "რეალში" არ გადავა და ნეიმარსაც არ გაუშვებს

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველმა დანი ალვეშმა ESPN-თან ინტერვიუში თანაგუნდელებზე - ნეიმარსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა.

"აქ დარჩენას ვგეგმავ, რადგან ჩემთან ჯერჯერობით ნეიმარია. მას ჯერ გუნდში თავისი საქმე არ გაუკეთებია. თუ "რეალიდან" დამირეკავენ, უცბად უარს ვეტყვი. თუ ნეიმარზე მკითხავენ, იმასვე ვუპასუხებ.

მბაპე ფანტასტიკური ტალანტია, თანაც ძალიან ახალგაზრდაა. როდესაც გაიზრდება, გაცილებით უკეთესად ითამაშებს, მაგრამ მესის დონეს ვერ მიაღწევს".

ცნობისათვის, დანიმ ამ ეტაპზე "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გაგრძელებისგან თავი შეიკავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა დაიფაროს დანი ალვეშს რეალში რა ჯანდაბა უნდა ჯერ კვალიფიკაცია აიმაღლოს, მაგრამ რეალამდე ვერასოდეს მოვა.
ჯიმია მაზავჩიკი
27 მაისი 2019 11:05
2
დანი, მაგან და მამამისმა დოლარების სუნი იკრან და დაგეშებულები გავარდებიან! ამიტომ მაგ ცანცარას იმედი ნუ გექნება, მაინც გაგექცევა.
????
24 მაისი 2019 14:51
0
დანი ალვეშ, დავიჯერო დოლარები არ გაინტერესებს? აბა ხელფასს ლარში გაძლევენ? რაც შეეხება შენს ძმაკაცს, ცანცარაა აბა რა არი?
????
26 მაისი 2019 19:10
0
გეთანხმები დოლარებზე არიან "დაგეშებულები", მარა ცანცარას მაინც ნუ ეძახი ჩემი ძმაკაცია. რას იზამ ყველა ჩემსავით და შენსავით კი არაა დოლარები რო არ გვაინტერესებს საერთოდ.
დანი ალვეში
25 მაისი 2019 01:11
0

სიახლეები პოპულარული