ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - ჯანი ინფანტინოც იმავეს გაჰყვირის: "დიდება რუსეთს"

AutoSharing Option
ფიფა და უეფა რომ კორუფციული ორგანიზაციებია, ამას ჩვენი დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ძველი ჩინოვნიკებიდან ნაწილს ვირის აბანოში უკრეს თავი, ნაწილს კი საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს. მათ შორის, ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველ დოსტს, იოზეფ ბლატერს, რომელიც 83 წლისაა და სიკვდილამდე არ უნდოდა თანამდებობის დატოვება.

ის მსოფლიოს ჩემპიონატების რუსეთსა და ყატარში ჩატარებისთვის ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულეს, თუმცა არ დააპატიმრეს, შესაძლოა, ასაკის გამო. ბლატერს 8 წლით აუკრძალეს საფეხბურთო სფეროში საქმიანობა, შემდეგ კი ეს ვადა 6 წლამდე შეუმცირეს.

მისი პოსტი კი 2016
წელს შვეიცარიელმა იურისტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავა, რომელმაც უმალ გამონახა საერთო ენა პუტინთან და გუშინ, 23 მაისს, კრემლში, მეგობრობის ორდენით დააჯილდოეს.

"დიდი მადლობა მათ, ვინც ოცნების ასრულებაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაში დაგვეხმარა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ინფანტინოს (ბლატერი უკვე დაავიწყდა)", - განაცხადა პუტინმა.

Football Leaks-მა გამოძიება ჩაატარა და დეტალურად გაშიფრა ინფანტინოს როლი პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" ლობირებაში, რომელთაც ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევაში ედებათ ბრალი.

ჯანის აგრეთვე ყატარის მხარდაჭერისთვისაც აკრიტიკებენ, რამეთუ ეს ქვეყანა ეკონომიკურ და დიპლომატიურ ბლოკადაში იმყოფება, ვერავინ გაიგო, როგორ მოახერხებს 2022 წელს მუნდიალის გამართვას, მით უმეტეს, ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრაფიკს გვარიანად ჩამორჩება.

ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდნობის 32-დან 48-მდე გაზრდის მომხრეა და ამის აღსრულებას 2026 წელს აპირებს. ოპონენტები კი მას იმაში ადანაშაულებენ, რომ ინვესტორების ვინაობას არ ამხელს.

ყველაფერ ამას ინფანტინო უანგაროდ, ბუნებრივია, არ აკეთებს.

"დიდი მადლობა, დიდება რუსეთს", - განაცხადა ინფანტინომ კრემლში დაჯილდოებისას რუსულ ენაზე.

მოკლედ, არ გათეთრდების ყორანიო, ხომ გაგიგიათ?!.

altჯანი ინფანტინო: დიახ, სამწუხაროდ, ხალხს ფიფა ეზიზღება...

alt"პალერმოს" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინო ხმების ყიდვაში დაადანაშაულა

altპუტინის მიერ რუსეთის ნაკრების დაჯილდოებამ გაღიზიანება გამოიწვია - ქვეყანა, სადაც საზიზღრობა ნორმაა

altდასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

altბრიტანელებმა პუტინი ჰიტლერს შეადარეს და მუნდიალზე თავიანთი სანოვაგით ჩავლენ



მკითხველის კომენტარები / 11 /
ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდა!!!პირობები ფეხბურთელებისათვის, მსაჯებისთვის, ჟურნალისტებისათვის, სტუმრებისთვის და გულშემატკივრებისათვის ბევრად უფრო უკეთესი იყო, ვინემ წინა ჩემპიონატებში...
tngh
15:40 25-05-2019
2
გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი. პუტინისგან წესიერმა ადამიანმა თუ რატო არ უნდა მიღოს ჯილდო,ამის დაწერას აქ აზრი არ აქვს,მაგრამ ვინაა წესიერი..
გოგა
07:58 25-05-2019
3

სიახლეები პოპულარული