ნეიმარმა ღამე რიანასთან გაატარა და ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე საკუთარი ვერტმფრენით მივიდა

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი რიო-დე-ჟანეიროში ნაადრევად და ეფექტურად მივიდა.

ის ნაკრებში მომავალ კვირაში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ დროზე ადრე მივიდა - საკუთარი ვერტმფრენით, რომელიც პირდაპირ ბაზის ტერიტორიაზე დაჯდა.

საშინაო ამერიკის თასის წინ ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ყატართან და ჰონდურასთან გამართავს.

სამშობლოში წასვლამდე მან მთელი ღამე მომღერალ რიანასთან გაატარა.

Sportall.Ge