ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰონდურასს 9 გოლი გაუტანა

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნორვეგიამ ჰონდურასი 12:0 გაანადგურა და 9 გოლი მეტოქეს ერთმა ფეხბურთელმა გაუტანა.

"ზალცბურგის" 18 წლის ფორვარდმა ერლინგ ბრეუტ ჰოლანდმა მეტოქის კარი ცხრაჯერ დალაშქრა.

ჰოლანდმა ავსტრიის გასულ ჩემპიონატზე 10 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნორვეგიის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული