რონალდო: ლეო მესი ნომერი პირველია - 20-30 წელი ვერ ვიხილავთ მის მსგავს ფეხბურთელს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ გაამხილა, თუ ვინ მოსწონს თანამედროვე ფეხბურთელებიდან.

"მესი, რა თქმა უნდა, ნომერი პირველია. კიდევ 20-30 წელი დაგჭირდება მოცდა, რათა მისი მსგავსი ვიხილოთ. ასევე მომწონს სალაჰი, აზარი და ნეიმარი, მიყვარს მათი თამაშის ყურება და რა თქმა უნდა, მბაპე.

მე მადარებენ? ასე ჩემს მსგავს ბევრ ფეხბურთელზე ლაპარაკობენ. ისინი სწრაფები არიან, კარგი ტექნიკა აქვთ, შესანიშნავად დარბიან, ორივე ფეხით ურტყამენ ბურთს.

ჩვენ მსგავსები ვართ, მაგრამ არასოდეს არ მომწონდა შედარება, განსაკუთრებით სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს შორის, რადგან ისინი სხვადასხვა დროს ასპარეზობდნენ", - ციტირებს
რონალდოს AS-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ა ბიჯო, კაცი! ნაღდი რონალდო, ის ტრიპაჩI პორტუგალიელი კი არა. მეთქი მაგან თქვა მეთქი გამიკვირდა იმედი მომეცა და რომ შEმოვედი შEნც არ მომიკვდე, ისევ ეს ძველი კიჭა დამხვდა. ეს და რონალდინიო შEიძLება მესის გვერდით დაუდგეს
Bidzia
22:46 01-06-2019
5
მაგრად ვიცინეე არა არ ვარ მე მაგ კომენტარის დამწერი...
აკაკი
19:31 01-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული