პსჟ მზადაა რონალდოში 140 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
Diario Gol-ის ცნობით, პსჟ "იუვენტუსის" თავდამსხმელის, რონალდოს სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, ფრანგული კლუბი მზადაა ტრანსფერში 140 მილიონი ევრო გადაიხადოს, კრიშტიანოს კი წლიურ გასამრჯელოდ 50 მილიონს შესთავაზებს. ასეთ შემთხვევაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

"პარი სენ ჟერმენში" მიაჩნიათ, რომ რონალდოს ნეიმარსა და მბაპეზე უფრო მეტად აქვს ლიდერული თვისებები და მათ გუნდში გადასვლას "ოქროს ბურთის" მეექვსედ მოსაგებად დათანხმდება.

რონალდო "იუვენტუსმა" "რეალისგან" 117 მილიონად შეიძინა და იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ