"შახტარის" მწვრთნელმა "რომასთან" სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"შახტარის" მწვრთნელი პაულო ფონსეკა "რომას" კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა ამ საკითხზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ "რომას" ხელმძღვანელობა ფონსეკას მადრიდში შეხვდა და სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიყოლია.

ახლა ფონსეკას აგენტები "შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვს მათი კლიენტის უფასოდ გაშვებას სთხოვენ და ადრე დადებულ ჯენტლმენურ შეთანხმებას შეახსენებენ.

თუმცა, შესაძლოა, ახმეტოვმა ფონსეკა არ გაუშვას და "რომას" სხვა სპეციალისტი ჩაუდგეს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ხოჭოლავას წაიყვანს კარგი იქნება თუარადა რანიერი ბევრად სჯობს ფონსეკას
ტოტტი
05 ივნისი 2019 10:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული