ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

AutoSharing Option
იტალიური წარმოშობის შვეიცარიელი საფეხბურთო ადმინისტრატორი ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას ინფანტინო 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

2016 წელს შვეიცარიელმა იოზეფ ბლატერი შეცვალა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის პოსტს კორუფციული სკანდალის გამო დაემშვიდობა. მას შემდეგ ინფანტინო რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. მათ შორის იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების 48-მდე გაზრდა. ასევე მისი იდეა გახლდათ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დიდმა კლუბებმა უარყვეს.

ფიფას 69-ე კონგრესზე, რომელიც პარიზში მიმდინარეობდა, ინფანტინო პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ.

ინფანტინოს არჩევამდე 1 დღით ადრე გარდაიცვალა უეფას ლეგენდარული შვედი
პრეზიდენტი ლენარტ იოჰანსონი. ის უეფას 1990-დან 2007 წლამდე ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული