რონალდო ბრწყინვალედ დაბრუნდა, ჰეთ-თრიკით პორტუგალიას შვეიცარია დაამარცხებინა და ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა იმ შვეიცარიას მოუგო 3:1 საკუთარ მოედანზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ერთ ჯგუფში ასპარეზობს.

პორტუგალიის ნაკრებში "ბენფიკას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ჟოაო ფელიშის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მასზე 14 წლით უფროს რონალდოს შეუწყვილა.

ნაკრებში დაბრუნებულმა რონალდომ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. კრიშტიანოს საჯარიმოდან გოლი ბოლოს 2018 წლის 15 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა გატანილი. ამის შემდეგ სეფეროვიჩმა ბურთი რუი პატრისიუს კარის ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგესმა გამოიყენა. ბოლოს კი რონალდომ კიდევ ორჯერ დალაშქრა ზომერის კარი და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. მან ეროვნულ გუნდში 157 მატჩში 91 გოლი გაიტანა, კარიერაში 53 ჰეთ-თრიკი და მათ შორის 7 ნაკრებში შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრები ფინალში ჰოლანდიასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუ. "დრაგაო". 42 215 მაყურებელი
პორტუგალია - შვეიცარია 3:1
გოლები: 1:0 რონალდო (25), 1:1 როდრიგესი (57, პენ), 2:1 რონალდო (88), 3:0 რონალდო (90)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე (ფონტე 63), გერეირუ, სემედუ, დიაში, ნევესი, კარვალიო, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში (მოუტინიო 90+1), ფელიში (გედეში 71), რონალდო

შვეიცარია: ზომერი, შერი, როდრიგესი, მბაბუ, აკანჯი, ჯაკა, ფროილერი (დრმიჩი 89), ცუბერი (შტეფენი 83), ზაკარია (ედმილსონ ფერნანდეში 72), შაქირი, სეფეროვიჩი

მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ დუმხართ მესის ფანებო,"კრისტინამ" გაჩვენათ რომ ყველა საქმეში კლასთან ერთად ვაჟკაცობა და თავდადებაა საჭირო.მერამდენე ჰეთრიკია კრიშტიანოს დადგმული როდესაც თამაშის ბედი წყდება და არა ის რომ სუსტ გუნდს რომ ვარსკვლავებით გადატენილი ბარსა დაჩაგრავს და 5-6 ბურთიდან სამს რომ მესი გაიტანს.რა თქმა უნდა მესი უდიდესია მაგრამ კრიშტიანო სხვა რამეა.
ამაშია საქმე
06 ივნისი 2019 16:51
1
34 წლის რონალდუ 20-22 წლის ბიჭივით ყველაზე სწრაფია და ამტანი.საოცარი სპორტსმენია და თან პიროვნება.მაგის სასწაულები არ მთავრდება.შარშან იუვეს კარში გატანილი ფანტასტიკური გოლი,მსოფლიოზე ესპანელებთან ჰეტრიკი,წელს ატლეტიკო ახლა ეს.დღეს მესის ინდივიდუალურ ტეხნიკაში ვერავინ შეედრება მაგრამ რასაც რონი აკეთებს თან სისტემატიურად არავის გაუკეთებიათ/პელე და მარადონა არ ითვლება.
გაოცებული ვარ
06 ივნისი 2019 11:40
3
მაგარი კაცია და არ გინდათ მესისთან შედარება, ორივე არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ რონალდუ ჯერჯერობით სანაკრებო თამაშით აშკარად ჯობნის.
სააკაძე
06 ივნისი 2019 10:45
2
მესი კარგი ფეხბურთელია,ცოლი კი ძალიან მაგარი ყავს მესის
kika
06 ივნისი 2019 10:39
5
უნდა ვაღიარო, ნამდვილი ლიდერი და უბადლო შემსრულებელია. მსგავსი მართლა არავინ არის ნაკრების დონეზე, რადგან მესი შემსრულებელია მაგრამ არა ლიდერი. არ ჩამქოლოთ :)
ლაშა
06 ივნისი 2019 09:37
5
კი მესის უფრო მაგრები ეხერხება.
კრუიფი
06 ივნისი 2019 08:39
19
მსოფლიოზე ვერაფერს ვერ აკეთებს და...აი მესიმ მართლაც მოსეირნე არგენტინა გაიYვანა ფინალში. ძალიან ძლიერ ჩემპიონატზე.
sdfffff
06 ივნისი 2019 03:28
43
კოპა ამერიკაზე ხო დაფრინავს აჰაჰა
musenbezi
06 ივნისი 2019 07:30
2
მართლა მაგარია, შეხედეთ, ჯერ რამსიგრძე ფეხები აქვს, ძალიან შორს წავა...
კ ო მ ბ ლ ე
06 ივნისი 2019 03:26
15
უკაცრავად, მაგრამ მუდმივად სულელური კომენტარების კეთება არ მოგბეზრდა?
ლაშა
06 ივნისი 2019 09:33
1
მარტო დღევანდელი და ატლეტიკოსთან გაკეთებული ჰეტრიკებისთვის ეკუთვნის ოქროს ბურთი.იქნებ შემახსენოთ ახლა მოთამაშე ფეხბურთელებისგან რომელიმეს თუ გაუკეთებია მსგავსი სასწაულები.ნამდვილი ვაჟკაცი,ლიდერი, პატრიოტი.88 ბურთი ნაკრებში.ამიტომაა პორტუგალიელ ხალხის დიდი სიყვარული.სადაც კრიშტიანოა იქ გამარჯვება და დღესასწაულია.
ტერმინატორი სახელად კრიშტიანო.
06 ივნისი 2019 01:44
6
91 გოლი ნაკრებში
გოგა
06 ივნისი 2019 08:55
1
ამ თამაშმა მგონი წლევანდელი ოქროს ბურთის მფლობელის საკითხი გადაწყვიტა...მესის გულშემატკივრებო, სულაც არ ვაკნინებ მის გენიოსობას, მაგრამ რონალდოსავით მუდმივად ასეთი ჟინით ითამაშოს კლუბშიც, ნაკრებშიც და მაშინ შეიძლება მარადონასაც გავუტოლოთ, რომელმაც მოსეირნე არგენტინას მარტომ მოაგებინა მსოფლიო.
emigranti
06 ივნისი 2019 01:29
8

სიახლეები პოპულარული