რონალდო ბრწყინვალედ დაბრუნდა, ჰეთ-თრიკით პორტუგალიას შვეიცარია დაამარცხებინა და ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა იმ შვეიცარიას მოუგო 3:1 საკუთარ მოედანზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ერთ ჯგუფში ასპარეზობს.

პორტუგალიის ნაკრებში "ბენფიკას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ჟოაო ფელიშის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მასზე 14 წლით უფროს რონალდოს შეუწყვილა.

ნაკრებში დაბრუნებულმა რონალდომ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. კრიშტიანოს საჯარიმოდან გოლი ბოლოს 2018 წლის 15 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა გატანილი. ამის შემდეგ სეფეროვიჩმა ბურთი რუი პატრისიუს კარის ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგესმა გამოიყენა. ბოლოს კი რონალდომ კიდევ ორჯერ დალაშქრა ზომერის კარი და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. მან ეროვნულ გუნდში 157 მატჩში 91 გოლი გაიტანა, კარიერაში 53 ჰეთ-თრიკი და მათ შორის 7 ნაკრებში შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრები ფინალში ჰოლანდიასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუ. "დრაგაო". 42 215 მაყურებელი
პორტუგალია - შვეიცარია 3:1
გოლები: 1:0 რონალდო (25), 1:1 როდრიგესი (57, პენ), 2:1 რონალდო (88), 3:0 რონალდო (90)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე (ფონტე 63), გერეირუ, სემედუ, დიაში, ნევესი, კარვალიო, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში (მოუტინიო 90+1), ფელიში (გედეში 71), რონალდო

შვეიცარია: ზომერი, შერი, როდრიგესი, მბაბუ, აკანჯი, ჯაკა, ფროილერი (დრმიჩი 89), ცუბერი (შტეფენი 83), ზაკარია (ედმილსონ ფერნანდეში 72), შაქირი, სეფეროვიჩი

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი კაცია და არ გინდათ მესისთან შედარება, ორივე არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ რონალდუ ჯერჯერობით სანაკრებო თამაშით აშკარად ჯობნის.
სააკაძე
10:45 06-06-2019
2
უნდა ვაღიარო, ნამდვილი ლიდერი და უბადლო შემსრულებელია. მსგავსი მართლა არავინ არის ნაკრების დონეზე, რადგან მესი შემსრულებელია მაგრამ არა ლიდერი. არ ჩამქოლოთ :)
ლაშა
09:37 06-06-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული