U20. უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა - გიორგი წიტაიშვილი იტალიასთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უკრაინამ კოლუმბიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში იტალიას შეხვდება, რომელმაც მალის 4:2 სძლია.

უკრაინელთა ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კოლუმბიასთან მატჩის მეორე ნახევარში შევიდა შეცვლაზე, ჩემპიონატზე მეორე გაფრთხილება მიიღო და იტალიასთან ვერ ითამაშებს.

football.ua იუწყება, რომ გიორგის შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მოახერხა და ვერ გაიტანა.

წიტაიშვილმა ტურნირზე 4 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი დარდი თუ ვერც ითამაშებს
Grisha
02:29 08-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული