ხავიერ მასკერანომ არგენტინის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ არგენტინის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა.

35 წლის მასკერანო არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას შეხვდა და ამის შესახებ უთხრა.

მასკერანოს უნდა, პანამერიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში აგვისტოში გაიმართება.

მასკერანოს იმედი აქვს, რომ მისი ჩინური კლუბი "ჰებეი ჩაინა ფორჩუნი" ტურნირში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

პანამერიკულ თამაშებში ყოველ საფეხბურთო გუნდს უფლება აქვს, 23 წელს გადაცილებული 3 ფეხბურთელი ათამაშოს.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებში 147 მატჩი ჩაატარა (3 გოლი გაიტანა) და ამ მაჩვენებლით თავისი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია.

ის ორგზის
ოლიმპიური ჩემპიონია და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "ალბისელესტეში" არ უასპარეზია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული