U20. უკრაინამ გიორგი წიტაიშვილის გარეშე იტალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ვერ დაეხმარა, ნახევარფინალში იტალია 1:0 დაამარცხა.

სლავთა გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე სერგეი ბულეცამ გაიტანა. მართალია, კომპენსირებულ დროში იტალიამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა.

მეორე ნახევარფინალში სამხრეთ კორეამ ეკვადორს 1:0 სძლია.

15 ივნისს, ფინალში ერთმანეთს უკრაინა და სამხრეთი კორეა შეხვდებიან.

სხვათა შორის, წარმატებით ასპარეზობს ევროშესარჩევის ტურნირზე უკრაინის პირველი ნაკრებიც, რომელიც B ჯგუფში გამოდის და 4 ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ
ადგილზეა.

უკრაინა ვერც ეკონომიკის განვითარებული დონით დაიკვეხნის და არც ოლეგ ბლოხინის და ანდრეი შევჩენკოს კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს, მაგრამ შრომით და თავდადებით შედეგს აღწევს. ეს უკვე ჯიუტი ფაქტია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკრაინა მარტო ფეხბურთში არ დებს შედეგებს , კალათბურთშიც საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს . ეს ყველაფერი კი სწორი მუშაობის შედეგია , სადაც ნეპოტიზმისა და ნათესაობა-მეგობრობის გარეშე მიდის განვითარება და სპორტს ნიჭიერი ბავშვები თამაშობენ . ეხლა გადახედეთ ქართულ რეალობას , მიმოიხედეთ გარშემო და საკუთარ გულებშიც ჩაიხედეთ , საკუთარი შვილების გამო ალბათ ყველას შეაწუხებთ ვისაც იცნობთ თუ არიცნობთ , მიუხედავად იმისა შეუძლია თუ არა იმის გაკეთება . სამყარო ისე დაამთავრეს არსებობას , ჩვენს მენტალობაში გამჯდარი ეს აზროვნება არ შეიცვლება . ხოდა ვიცხოვრებთ ასე სამარადჟამოდ და ვიძახებთ მხოლოდ იმას , რომ ჩვენისთანა ბედნიერი ნეტავ კიდევ არის ერიი ? მერე ლანძღეთ ქვეყნის გარეთ სხვა ქვეყნების სახელით მოასპარზე ბავშვები , რომ ამ ჭაობში დაბრუნება არ უნდათ . წარმატებები ყველა ქართველს , ვინც საკუთარი შრომის ფასად აღწევს ყველაფერს .
ATP 16
08:01 12-06-2019
0
მარტო ამისთვის ღირს რომ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშო, ვის რად უნდა ამ ნახირში გარევა დიდ ტურნირებზე გამოსვლა კიარა შესარჩევები რომ დაიწყება მყარად რომ დაიკავებენ ბოლო ადგილს ძალით ვერ დაძრავ იქედან. ტიპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშობს, შანსი აქვს ძირითად ნაკრებში მოხვდეს რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თითქმის გასულია და ესენი ეუბნებიან მოღალატე ხარ მაქ რა გინდა ჩამო ჩვენთან ერთად ამ ჭაობში ჩაწექიო
dinamo
13:07 12-06-2019
5

სიახლეები პოპულარული