რუსეთის სამოყვარულო ლიგაში უცნაური ავტოგოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკმაოდ უცნაური გოლი გავიდა რუსეთის სამოყვარულო ლიგაში.

ერთ-ერთი გუნდი შეტევისას კუთხურს აწვდიდა. ჩაწოდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, შემტევი გუნდის ფეხბურთელს მიუვიდა და მანაც ჰაერიდან დარტყმა სცადა, არ გამოუვიდა.

შემდეგ ბურთის დაბრუნება მეკარისთვის გადაწყვიტა. შედეგად კი, ლამის მეტოქის საჯარიმოდან გატანილი საკმაოდ ლამაზი ავტოგოლი გამოუვიდა.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ავტოგოლის შემოქმედი პარტნიორების მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული