გადაწყდა: მაურიციო სარი "იუვენტუსს", ხოლო ფრენკ ლამპარდი "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში

AutoSharing Option
"ჩელსის" მენეჯერი მაურიციო სარი მალე "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

კლუბებმა ამ საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

"დეილი მეილის" ცნობით, "იუვე" კომპენსაციის თანხას და სარის მიერ მომავალში მიღწეული შედეგებისთვის გარკვეულ ბონუსებს გადაიხდის.

სარის ლონდონურ გუნდში ფრენკ ლამპარდი შეცვლის, რომელიც გასულ სეზონში "დერბიში" მუშაობდა.

სავარაუდოდ, სარი "არისტოკრატებს" ოფიციალურად 14 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც "ბიანკონერისთან" სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.