ლუის სუარესი: მუხლის ხრტილი გამიცვდა და ოპერაციის გაკეთება მომიწია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მაისში იძულებული გახდა მუხლზე ოპერაცია გაეკეთებინა.

"ოპერაცია გავიკეთე, რადგან მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მუხლზე ხრტილი გამიცვთა.

კარგი ფეხბურთელები გვყავს და ამერიკის თასისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ გვაქვს მოგებული და ყველა პატივს გვცემს. აშკარაა, არგენტინაც პრეტენდენტია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს", - ციტირებს სუარესს კატალონიური "სპორტი".

სუარესმა ოპერაცია 10 მაისს გაიკეთა და ესპანეთის თასის ფინალი "ვალენსიასთან" (1:2) გამოტოვა. ის ივნისში ნაკრებში გამოცხადდა და ამერიკის თასისთვის ემზადება.

ურუგვაის მეტოქეები С ჯგუფში
ჩილე, ეკვადორი და იაპონიაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიცა, აქ ეროვნულ გამოცდებს რომ მიწყობთ და კომენტარს მაინც არ დებთ, რა პონტია?
ვვვ
12:29 15-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული