U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.

დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.

18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.

უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა
(52), 3:1 წიტაიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 37 /
დერიუგინი და სანეევს რა მისცეს იმას რატომ არ ვამბობთ, სად იყო სანეევი გადახვეწილი ეეხ.
ანდრო
22:19 17-06-2019
0
მერედა ჩვენ ვამაყოფთ კოლიათი და სანეევით თუ არა რუსები კი არა. უკრაინელებმა იამაყონ კლიმენტას ძით კუ არ უშლით, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქ საამაყო და მით უმეტეს ტოჩიზე წინ დასაყენებელი.
Tazo-ს
01:18 17-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული