"ნაპოლიმ" და "რეალმა" ხამეს როდრიგესის იჯარა შეათანხმეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" და "რეალმა" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის იჯარა შეათანხმეს, მაგრამ ჯერ კონტრაქტის გამოსყიდვის თანხაზე ვერ მორიგდნენ.

რადიო CRC იტყობინება, რომ "ნაპოლის" ხამესის ერთსეზონიანი იჯარით აყვანა 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

ახლა მხარეები გაისად კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე ვაჭრობენ - ნეაპოლელები მზად არიან 30 მილიონი გადაიხადონ, მადრიდელები კი 40 მილიონს ითხოვენ.

ხამესმა ბოლო ორი წელი "ბაიერნში" ითამაშა, გასულ სეზონში ბუნდესლიგაზე კი 20 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული