ურუგვაიმ კოპა ამერიკა ეკვადორის განადგურებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივნისს, კოპა ამერიკის პირველ ტურში ურუგვაის ნაკრებმა ეკვადორი 4:0 დაამარცხა.

ურუგვაიმ ანგარიში დებიუტში გახსნა, 24-ე წუთზე მსაჯმა ლოდეიროსთან უხეშობისთვის პირდაპირი ბარათით ეკვადორელთა ნახევარმცველი კინტეროსი გააძევა. ამის შემდეგ ურუგვაიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

უნდა ითქვას, ურუგვაელთა სამივე გოლი ულამაზესი იყო.

მეორე ტაიმში მინამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ტაბარესის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.

ბელუ ორიზონტი. "კოვერმადორი"
ურუგვაი - ეკვადორი 4:0
გოლები: 1:0 ლოდეირო (6), 2:0 კავანი (33), 3:0 სუარესი (44), 4:0 მინა (78, საკ. კარში)
გაძევება: კინტეროსი (24)

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, ხიმენესი, ლოდეირო (ტორეირა 75), ვესინო (ვალვერდე 81), ლაქსალტი, ნანდესი (პერეირო 64), ბეტანკური, სუარესი, კავანი

ეკვადორი: დომინგესი, ვალენსია, აჩილერი, მინა, პრესიადო (იბარა 46), კაისედო, ორეხუელა, კინტეროსი, ინტრიაგო, მენა (ველასკო 29),  ვალენსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული