დიეგო მარადონა: არგენტინის ნაკრებს ტონგაც კი მოუგებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოლუმბიის გუნდთან 0:2 წააგო.

"გაიგეთ, ტონგას ნაკრებსაც შეუძლია მოგვიგოს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელიც ჩვენ შევქმენით, როცა ვთამაშობდით... რა დარჩა ამ ყველაფრისაგან? ეროვნული გუნდის მაისური საკუთარი დედასავით უნდა გიყვარდეს", - გადმოსცემს მარადონას სიტყვებს TyC Sports-ი.

ტონგა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანაა, პოლინეზიასთან ახლოს. ტონგა 177 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზეა განლაგებული.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანია. "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში ტონგას 211 გუნდიდან 202-ე ადგილი უკავია. თუმცა საქართველოში ტონგას უფრო
რაგბის სამყაროდან ვიცნობთ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რამდენჯერმე შეხვდა ტონგელთა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც მესის ამჯობინებს მარადონას ასე მგონია მარადონას თამაში არ უნახავს ან ფეხბურთი ეჯავრება,! როგორც ნაკრები არგენტინას არასდროს არ ჰყოლია ძლიერი და არც არასდროს ეკუთვნოდა ჩემპიონობა, მაგრამ 86-ში მარადონამ ეს მოახერხა. 78-ში ნურავინ შემეკამათება, ყველამ ვიცით პერუსთან 6-0.თვითონ არგენტინელებმაც აღიარეს. და კიდევ მარადონა ნაკრებში ისეთი თავდადებით თამაშობდა რომ გეგონებოდა ბოლოჯერ თამაშობსო. მესის მონდომება ნაკრებში მე ვერ ვნახე. ვინმე ხედავთ?
დავით 67
21 ივნისი 2019 05:24
5
დავით 67-ო შენს გარდა ყველა ვხედავთ, რომ მესი მონდომებულია, მაგრამ იმას რატომ არ ხედავ მესის გარდა და 3-ი მოთამაშის გარდა, არავინ არ თამაშობს ფეხბურთს.
ვააა ეს ვინ ყოფილა.
21 ივნისი 2019 13:53
1
პირადად მე მისი თამაში უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე მესის. სიძლიერის მიხედვით ასე დავალაგებდი: 1.მარადონა, 2.რონალდინიო 3.მესი
გიო
18 ივნისი 2019 14:39
7
გიო! 1 მესი, დანარჩენები არ ვიცი ვინ ჩავწერო!
????
18 ივნისი 2019 15:10
2
რომ არ შეისუნთქოს და ისე გამოვიდეს, რა ვერ ითამაშებს? ? რა ლოგიკაა? არ გვინდა ეგეთი ბაზარი!
????
18 ივნისი 2019 11:39
0
მაგის დიდება თბილისში გამოჩნდა, როდესაც ცარიელი ტრიბუნები დაინახა და გაცოფდა "ამაშია საქმესავით". ეხლა არ დააბრალოთ ბილეთები იყოო ძვირი და იმიტომ არ მოვიდა ხალხიო, ბლეფი! ერთადერთი" ამაშია საქმე" და მისი კომპანია იჯდებოდნენ. სუპერ თასზე თბილისში ბარსას ჩამოსვლაზე და განსაკუთრებით მესის გამო თავპირის მტვრევა იყო, ხალხი ღამეებს ათენებდა ბილეთების გამო, რომ მესის თამაში ენახათ! აი ეს არის ეალობა.
barsa koba
18 ივნისი 2019 10:57
6
გამოქლიავებულები შენსკენ მოიკითხე, გამოქლიავებული მარადონას მეთაურობით! უკვე ისე გაცოფდი,რომ შეურახყოფაზეც გადმოდიხარ? ზუსტად შენზეა და შენნაირებზეა ნათქვამი: "შეაყარე კედელს ცერცვი" შენ თვითონ დაფიქრდი, ამხელა კაცი რეებს ბოდიალობ!
ბარსა კობა
18 ივნისი 2019 16:50
1

გიორგი ( იგივე ამაშია საქმე) აჰ უკვე შეურაცყოფაზეც გადავედით? კარგი ბატონო! ქლიავის რა მოგახსენო, ( უფრო თქვენ გავხართ გამოქლიავებულებს თქვენი დიეგოსავეთ) მაგრამ ტყემალზე, რომ ზიხართ მარადონისტები და კურკებს ისვრით აშკარად სახეზეა! მერე ჩვენგან ერთი კარგი რჩევა: სანამ მესის არ შეეშვებით ცუდ კონტექსში ხსენებას, მანამდე არ მოგეშვებით. (მერამდენე გაფრთხილებაა) "ამაშია საქმე" გაიგე? თუ შეაყარე ცერცვი და არა შეჯდა მწყერი ხესას, პრინციპით იმოქმედებ, ასე გაგრძელდება საუკუნე!
პატივისცემით ბარსა კობა
18 ივნისი 2019 15:28
3
ყველა გამოხმაურება
მარადონას შეიძლება დასცინო ნარკოტიკზე,მაგრამ მან ნაპოლი განადიდა,ხოლო 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი მარტომ მოიგო,თუ არ იცით ვინ იყო მარადონა მისი სპორტული ბიოგრაფია წაიკითხეთ.
nikolozi
18 ივნისი 2019 00:26
3
რაც არ უდა განადიდოთ და გააფეტიშოთ მარადონა თავის "დიდებას" თვითონვე გადაუსვა ხაზი. ამისმა მატარებელმა დიდიხანია ჩაილურის წყალი დალია! ერთი მითხარით რა? რა პატივისცემას იმსახურებს დაბოლილი ფეხბურთელი?!
ბარსა კობა
18 ივნისი 2019 09:21
6
და კიდევ, ამას რო ისეთი ფეხბურთელები ყოლოდა გვერდში, როგორც მის თანამემამულეს ყავს და ყავდა, ეპოქის შექმნა მერე გენახათ.იმის მეათედი დონის ფეხბურთელები არ ყოლია გვერდით როგორც ხავი და ინიესტა იყო.არც გუნდში და არც ნაკრებში. და კიდევ მარტო კოკაინს რო ახსენებთ, შეისუნთქოს ნებისმიერმა თანამედროვე ფეხბურთელმა და გამოვიდეს მერე და ითამაშოს თუ ბიჭია...
gg
18 ივნისი 2019 02:10
3
ამ დაბოლილის სიტყვას აქვს კი ფასი? ნარკოტიკს და ამის ლაქლაქს, ნოლის და ჩალის ფასი აქვს.
კუმ ფეხი გამოყო, ამაზეა ნათქვამი!
17 ივნისი 2019 17:35
38
დავით 67-ო, ვუყურებ და მერე როგორ! "ამაშია საქმე" აბა???
მარადონსა ადვოკატებს!
21 ივნისი 2019 14:02
0
კუ-ს! საერთოდ ფეხბურთს უყურებ?
დავით 67
21 ივნისი 2019 05:14
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული