დიეგო მარადონა: არგენტინის ნაკრებს ტონგაც კი მოუგებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოლუმბიის გუნდთან 0:2 წააგო.

"გაიგეთ, ტონგას ნაკრებსაც შეუძლია მოგვიგოს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელიც ჩვენ შევქმენით, როცა ვთამაშობდით... რა დარჩა ამ ყველაფრისაგან? ეროვნული გუნდის მაისური საკუთარი დედასავით უნდა გიყვარდეს", - გადმოსცემს მარადონას სიტყვებს TyC Sports-ი.

ტონგა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანაა, პოლინეზიასთან ახლოს. ტონგა 177 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზეა განლაგებული.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანია. "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში ტონგას 211 გუნდიდან 202-ე ადგილი უკავია. თუმცა საქართველოში ტონგას უფრო
რაგბის სამყაროდან ვიცნობთ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რამდენჯერმე შეხვდა ტონგელთა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მარადონას შეიძლება დასცინო ნარკოტიკზე,მაგრამ მან ნაპოლი განადიდა,ხოლო 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი მარტომ მოიგო,თუ არ იცით ვინ იყო მარადონა მისი სპორტული ბიოგრაფია წაიკითხეთ.
nikolozi
00:26 18-06-2019
3
ამ დაბოლილის სიტყვას აქვს კი ფასი? ნარკოტიკს და ამის ლაქლაქს, ნოლის და ჩალის ფასი აქვს.
კუმ ფეხი გამოყო, ამაზეა ნათქვამი!
17:35 17-06-2019
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული