კოპა ამერიკა: ალექსის სანჩესმა იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 ივნისს, გამთენიისას კოპა ამერიკის C ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა და პირველი მატჩის მსგავსად, საბოლოო ანგარიში 4:0 დაფიქსირდა. ამჯერად ჩილემ იაპონია დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. "ლევერკუზენის" ნახევარმცველ შარლეს არანგისის ჩაწოდებულ კუთხურს "ბოლონიას" შემტევმა ერიკ პულგარმა დაუხვედრა თავი და  ბურთი იაპონელთა 19 წლის მეკარე ოსაკოს კარში გადაგზავნა - 0:1.

მეორე გოლი კი მეორე ტაიმის საწყის წუთებში გავიდა. მაურისიო ისლამ ედუ ვარგასს ფლანგიდან საჯარიმოს ხაზთან დაუბრუნა ბურთი, "ვალენსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ერთი შეხებით დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი ისევ იაპონელთა კარში
აღმოჩნდა - 0:2.

თამაშის ბოლოს ალექსის სანჩესის ჯერიც დადგა. საგოლე პასი ისევ არანგისმა გააკეთა და მატჩის 82-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა მეკარის ბაქანის ხაზიდან ნახტომში თავით გაიტანა - 0:3. სხვათა შორის, ეს სანჩესის მეორე გოლი იყო 2019 წელს. პირველად მან 25 იანვარს FA Cup-ის მატჩში "არსენალს" გაუტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში სანჩესის გოლიდან 1 წუთში დაფიქსირდა. ალექსისმა ედუ ვარგასს გაუკეთა მაღალი პასი და ამ უკანასკნელმა დასწრებაზე გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 0:4.

აღნიშნული მოგებით ჩილე პირველ-მეორე ადგილს იყოფს ურუგვაისთან. ურუგვაიმ, ჩილეს მსგავსად, პირველ მატჩში 4:0 მოუგო ეკვადორს. შემდეგ ტურში ჩილე სწორედ ეკვადორს შეხვდება, ურუგვაი კი - იაპონიას.

იაპონიასა და ურუგვაის შორის შეხვედრა 21 ივნისს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება, ხოლო ეკვადორი-ჩილე კი ზუსტად 24 საათის შემდეგ დაიწყება.

ბრაზილია, სან პაულუ, "ეშტადიუ დუ მურუმბი"
იაპონია-ჩილე 0:4
გოლები: 0:1 პულგარი (41), 0:2 ვარგასი (54), 0:3 სანჩესი (82), 0:4 ვარგასი (83)

იაპონია: ოსაკო, ნ. უედა, ნაკაიამა, ტომიასუ, სუგიოკა, შიბასაკი, ნაკაჯიმა(აბე, 66), ტერუკი ჰარა, კუბო, მაედა(მიიოში, 66), ა. უედა(ოკაზაკი, 79)

ჩილე: არიასი, ისლა, მედელი, მარიფანი, ვიდალი(პ. ერნანდესი, 78), ფენსალიდა(ოპასო, 80), არანგისი, ბიუსეჟური, პულგარი, სანჩესი(ჟ. ფერნანდესი, 87), ვარგასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული