მიშელ პლატინი "ყატარის საქმეზე" დააკავეს

AutoSharing Option
საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.

63 წლის პლატინი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

პლატინი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიაში ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ პლატინიმ ეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თხოვნით გააკეთა.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაკრონი უჩეჩავს სარკოზის და ამით კონკურენტის ჩამოცილება უნდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თორე პლატინი არავის ჭორდება
NN
18 ივნისი 2019 18:14
9
ამ ბოლოს იმდენი ასეთი აბავი მოხდა უკვე სათვალავიც აირია და ისეთი პირი უჩანს საქმეს რომ მთელი მსოფლიო დასაჭერია მათ შორის საქართველოში
data
18 ივნისი 2019 14:44
0
თუ ასე აშკარაა ჩაწყობა,მაშინ ნუღარ ჩაატარებენ ყატარში ჩემპიონატს და ჩაატარონ იმ ქვეყანაში რომელსაც განაცხადი შეტანილი ქონდა...
gg
18 ივნისი 2019 13:22
3
ეგრე მარტივი არაა:( მთელი ინფრასტრუქტურაა მისაწყობი. თან ამინდს თუ მიუხერხებენ თანამედროვე კონდიციონერებით რამეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ყატარი 2022
ბოკინიო
18 ივნისი 2019 14:26
3
შენც, მიშელ?!
ჯანო
18 ივნისი 2019 12:48
1

სიახლეები პოპულარული