მიშელ პლატინი "ყატარის საქმეზე" დააკავეს

AutoSharing Option
საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.

63 წლის პლატინი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

პლატინი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიაში ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ პლატინიმ ეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თხოვნით გააკეთა.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით