ლიონელ მესი: ჯგუფიდან ვერგასვლა სიგიჟე იქნება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კაპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა პარაგვაისთან ფრედ (1:1) ითამაშა და ჯგუფიდან გასვლის შანსებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

"ჯგუფიდან ვერგასვლა სიგიჟე იქნება. უნდა ვიპოვოთ ხერხი, რომ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამისთვის დრო თითქმის არ გვაქვს.

თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მომავალ შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ვხედავდი, როგორ განიცდიდა ყველაფერს სათადარიგოთა სკამი. ჩვენ ეს თამაში უნდა მოგვეგო", - გადმოსცემს მსოფლიო ფეხბურთის ვარსვლავის სიტყვებს
TNT Sports-ი.

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე, ჯგუფში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ არგენტინას 1 ქულა აქვს და შეიძლება ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხოს.

კოლუმბიას 6 ქულა აქვს და უკვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. პარაგვაის 2 ქულა აქვს. ბოლო ტურში პარაგვაი კოლუმბიას შეხვდება, ხოლო არგენტინა - ყატარს, რომელიც ასევე ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არგენტინა არასდროს არ ყოფილა ძლიერი თუ არ ჩავთვლით 1986წელს, ისიც იმიტომ რომ მარადონა ჰყავდა, მესი ვერ არის მარადონა.
არავინ მითხრას ეხლა რომ 78-ში არგენტინას ჩემპიონობა ეკუთვნოდა და პერუსთან 6-0 მოლაპარაკებული არ იყო. ბრაზილია ჩატოვეს ძალით. წელს ბრაზილიაც არ ვარგა. კოლუმბიას ვფიქრობ ჩემპიონად
დავით 67
05:09 21-06-2019
5
მარადონას ამაზე ბევრად სუსტი გუნდელები ყავდა მაგრამ ყველაფერს იგებდა....
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული