ტოსტაო: ფეხბურთის ისტორიაში მესიზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო

AutoSharing Option
დიდმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტოსტაომ განცხადა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში თავდამსხმელ ლეო მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო.

"ჩემთვის ყველაფერი სავსებით ნათელია: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიდებული პასი აქვს და ჩინებული ბომბარდირია. ასე ვიტყოდი: რონალდო შეტევებს უფრო სრულყოფილად ასრულებს, მაგრამ მესი საუკეთესოა.

მესი ტექნიკურ კომპონენტებში მარადონას სჯობია და უფრო სტაბილურია. მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო", - ციტირებს ტოსტაოს Maisfutebol-ი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ტოსტაო თავად იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი,მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დავეთანხნები,რომ მესი ჯობია,რატომ?იმიტომ რომ მარადონამ 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი "მარტომ მოიგო",მესიმ კი მსოფლო ჩემპიონატებზე ხეირიანადაც ვერ ითამაშა.
ნიანია ბაკურიანი
15:04 19-11-2019
1
ტექნიკური ილეთის შესრულებისას, სად მარადონას პლასტიკა და სად მესის..." ა ბორრჟომი?..სპერვო პოდუმაი ა პოტომ გავარი"-მიმინო...:))
saba
08:14 02-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული