დე ლიხტი: ბავშვობაში ვოცნებობდი, რონალდოს მსგავსი ვყოფილიყავი

AutoSharing Option
ჯერ ისევ ამსტერდამის "აიაქსის" მცველმა მატიას დე ლიხტმა აღიარა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თამაშით ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო.

"ცოტა ხნის წინ, ვახშმობისას მე და ჩემი მეგობრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში ეზოში თამაშის დროს ყოველთვის მინდოდა, კრიშტიანო რონალდო ვყოფილიყავი. ეს მაშინ იყო, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა. ჩემს პირველ საფეხბურთო მაისურსაც მისი გვარი ეწერა.

ის ვახშამი "იუვენტუსთან" თამაშის შემდეგ იყო, იმ შეხვედრაში ხომ რონალდოს წინააღმდეგ თამაში მომიწია. ამის დავიწყება შეუძლებელია", - გადმოსცემს ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს Voetbal International-ი.

წლევანდელ
სეზონში 19 წლის დე ლიხტმა 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კონტრაქტი "აიაქსთან" 2021 წლამდე აქვს და დღეის მონაცემებით, დე ლიხტის სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რონალდუმ, მაგარმა კაცმა ლამაზად სთხოვა იუვეში წამოდიო,თან ხელფასიც მეტი შესთავაზეს და ბარსაში რატომ უნდა წასულიყო,რომ გააფუჭონ და მერე გაყიდონ? თუ მარტო მესის ჭირდება მაყუთი.
ჭკვიანური ნაბიჯი
01 ივლისი 2019 22:35
1
ამაშია საქმე! რაც არ უნდა იცვალო ფსევდონიმები, შენს ხელწერას როგორ არ ვიცნობთ?
ბარსა
01 ივლისი 2019 23:05
0
რო კითხო უმაგრესი მცველია, თან ბარსაში უნდა მარა კომკურენციის ეშინია და ვერ რისკავს გადასვლას
barsa
27 ივნისი 2019 17:16
8
აბა, ზუსტად ასეა, ბარსას მცველებთან კონკურენციისა ეშინია და იუვენტუსში მიდის ხომ?...რომელი მცველია იუვეში ბარსას მცველებზე ნაკლები:)))
emigranti
28 ივნისი 2019 00:24
3
ამ დე ლიხტისაც ვერ გავიგე ვერაფერი. ერთერთ ინტერვიუში იძახდა მესი მომწონსო და ბარსაში მინდაო, ეხლა პირიქით! მოდი და გაუგე ვინმეს ვის თავში რა ტრიალებს. ეტყობა ბუნებით ძალიან მერყევი ხასიათის ექნება.
წადი ძმაო სადაც გინდა იქ დაახვიე.
27 ივნისი 2019 16:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული