ლეო მესი: ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მიზნისკენ მივიწევთ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ კოპა ამერიკას მეოთხედფინალში ვენესუელასთან გამარჯვებაზე (2:0) გააკეთა კომენტარი.

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი საკმაოდ საიმედოდ მოქმედებდა. ეს ძალიან რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერ გუნდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით თამაშს, დაცვაში პრობლემები არ გვქონია. ასეთ მოედნებზე მართლაც ძნელია თამაში, აქ მოედნები ძალიან ცუდ მდგომრეობაშია. ეს მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას არ გაძლევს.

მეტოქეს სივრცეს არ ვუთმობდით, რომელიც სწრაფი კონტრშეტევების წამოწყებას ცდილობდა.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ეს არამარტო საფეხბურთო, არამედ ადამიანურ თვისებებზე ითქმის.

ბრაზილიასთან ნახევარფინალში შესახვედრად გრძელი გზა გავიარეთ.
ჩვენ ერთად მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვყოფილიყავით. ძნელი სათქმელია, ამ დაპირისპირებაში რომელი იქნება ფავორიტი. ისინი მასპინძლები არიან და გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ.

ვხედავ, სკალონიმ სამწვრთნელო შტაბი და მთელი გუნდი გააერთიანა. მიზნისაკენ ერთად მივიწევთ", - ციტირებს მესის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეომ ბრაზილია მასპინძელიაო და გერმანელებმა ჩაახველენ ირონიულად:):):)
ლაშა
29 ივნისი 2019 19:19
1
ლაშა, შენ რომელი გუნდის ბალელშიკი ხარ?
?
30 ივნისი 2019 18:52
0
ეს უკვე კარგია,რომ მიხვდი ირონიას.
ლაშა
30 ივნისი 2019 13:44
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული