შვეიცარიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი კომოს ტბაში დაიკარგა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალთა ნაკრებისა და "იანგ ბოიზის" ფეხბურთელი ფლორიანა ისმაილი კომოს ტბაში დაიკარგა.

"ბლიცის" ცნობით, ისმაილი მეგობარ გოგონასთან ერთად ტბაზე ისვენებდა, მოტორიანი ნავი იქირავეს და ღუზა ნაპირიდან 700 მეტრის სიშორეზე ჩუშვეს, სადაც ისმაილიმ ჩაყვინთა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

იმ ადგილას წყლის სიღრმე 100 მეტრია, ძლიერი წყალქვეშა დინებაა და მყვინთავებმა მისი მოძებნა ვერ მოახერხეს.

ხვალ მყვინთავები ფსკერის გამომკვლევ რობოტს გამოიყენებენ და ისმაილის მოძებნას შეეცდებიან.

ისმაილი გასულ სეზონში 7 გატანილი გოლით "იანგ ბოიზის" ბომბარდირი გახდა, ნაკრებში კი 33 მატჩი აქვს ჩატარებული.