ტბაში დაკარგულ ფეხბურთელს რობოტი ეძებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და "იანგ ბოიზის" ფეხბურთლს ფლორიანა ისმაილის ძებნის პროცესში რობორტი ჩართეს. აღნიშნულ ინფორმაციას შვეიცარული გამოცემა RSI.ch ავრცელებს.

გამთენიისას 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც კომოს ტბაზე ნავით სეირნობისას დაიკარგა, მყვინთავები ეძებდნენ. ხოლო დილით, მათ განკარგულებაში რობოტი გაჩნდა, რომელსაც ტბის ძირას შეუძლია ჩასვლა.

შეგახსენებთ, რომ ისმაილიმ და მისმა მეგობარმა ნავი იქირავეს, ტბაში 700 მეტრი შეცურეს და შემდეგ ჩაყვინთვა გადაწყვიტეს. მისი მეგობარი ნავზე დაბრუნდა, ხოლო ფლორიანა წყლის ზედაპირზე აღარ გამოჩენილა. იმ ადგილას კი, სანდაც ფეხბურთელი გადახტა, ტბის სიღრმე 100 მეტრს აღწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული