კოპა ამერიკა: ბრაზილიამ ლიონელ მესი ტიტულის გარეშე დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, კოპა ამერიკას ნახევარფინალში, რომელიც ტურნირის ნაადრევ ფინალად მართებულად მონათლეს, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.

როდის, სად, რა ფორმატში, როგორ მოედანზე, როგორ ვითარებაში ტარდება მათი თამაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს სამხრეთ ამერიკის კლასიკოა, თვით ბრაზილია - არგენტინაა.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ სელესაომ იმარჯვა, 38-ჯერ ალბისელესტემ, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

107-ე დაპირისპირებას მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც ღამით სტუმარ ფეხბურთელებს ფანებმა ტკბილი ძილი დაუფრთხეს, 62 170-ადგილიანი სტადიონი კი, სადაც ბრაზილიამ გერმანიასთან კატასტროფა (1:7) განიცადა,
პირთამდე გაივსო.

ბრაზილიას თუ თავიდან გოლი ვერ გააქვს, უმეტესად შემდეგ პრობლემები ეწყება და საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ამჯერად.

თავიდანვე ნათელი შეიქნა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა, ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ ერთმანეთს, მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა მიდიოდა. ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი მომენტი  სტუმრებმა შექმნეს - მე-16 წუთზე პარედესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ანგარიში კი გებრიელ ჟეზუსმა დანი ალვეშის მიერ წამოწყებული ლამაზი დრიბლინგის შემდეგ გახსნა. აქედან მოყოლებული შესვენებაზე გასვლამდე ბურთს უფრო ხშირად ვერცხლისქვეყნელები აკონტროლებდნენ და აგუეროს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოკლედ, თამაში სამხრეთამერიკულზე უფრო ევროპულს ჰგავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ბებერ კონტინენტზე ასპარეზობს და პირველი ტაიმი ტიტეს გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდი ძალებით, თუმცა ქაოტურად უტევდნენ, მესიმ ბურთი ძელს გაარტყა, თითქოს ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მათი სუსტი დაცვა გაბრიელ ჟეზუსის სწრაფი კონტრიერიშისას ჩავარდა, ფირმინომ მეორედ დაამწუხრა არმანი და ყველაფერი დასრულდა.

თითქოს ბრაზილიას რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ პრაგმატულად იასპარეზა, ორი ნაღდი მომენტიდან ორივე გამოიყენა და ფინალში გავიდა.

ბელუ-ორიზონტი. "მინეირაო"
ბრაზილია - არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (19), 2:0 ფირმინო (71)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, მარკინიოსი (მირანდა 64), კოუტინიო, კაზემირო, არტური, ფირმინო, ევერტონი (ვილიანი 46), გაბრიელ ჟეზუსი (ალანი 80)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 85), პაცელა, ფიოტი, პარედესი, და პაული (ლო ჩელსო 67), მესი, აგუერო, აკუნა (დი მარია 59), მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 46 /
მესის შეყხარეს? ხომ არ ეტკინა ვითომ?
ბუჰუჰა
03 ივლისი 2019 18:00
3
პიკეს ცოლს რომ ეფერებიან და ათბობენ მადრიდელები ხომ არ ეწყინა ვინმეს?
კოტეს
03 ივლისი 2019 15:44
5
პიკეს ცოლს მარტო პიკე ათბობს! აბა?
?
03 ივლისი 2019 15:56
1
მალაგას და ხირონას რომ ახსენებტ ,რეალტან ვინააა მესი ? რონალდოც რომ იყო მაინც მაინც მესი იგებდა ელ კლასიკოს და მადრიდელი ბიცუკელები ტავცაგუნული ტოვებდენ მინდორს ...პიკეს კიტხეს ბოლოს საკსი როდის გკონდაო პასუხი იყო რეალტან ტამასი ეტვლებაო...
kote
03 ივლისი 2019 15:25
3
პიკეს სექსი ბოლოს ენფილდზე ქონდა უხეში და სასიამოვნო მაგრამ არაფერით თქვა მჭერმეტყველმა პიკემ...რატომღაც...
აკაკი
03 ივლისი 2019 16:53
1
მალაგას და ხირონას რომ ახსენებტ ,რეალტან ვინააა მესი ? რონალდოც რომ იყო მაინც მაინც მესი იგებდა ელ კლასიკოს და მადრიდელი ბიცუკელები ტავცაგუნული ტოვებდენ მინდორს ...პიკეს კიტხეს ბოლოს საკსი როდის გკონდაო პასუხი იყო რეალტან ტამასი ეტვლებაო...
kote
03 ივლისი 2019 15:24
3
აბა ნაციონალებო მიშა ბოკერია და მესი,,
kato
03 ივლისი 2019 15:10
2
კატოს ბუჰუჰუ, ბუზუზუ. მოვიდნენ ჩიხურაში კრისტინა და დაბოლილი?
ბუჰუჰა
03 ივლისი 2019 15:54
3
არ შეიძლება,რომ უბრალოდ უყუროთ და სიამოვნება მიიღოთ ვარსკვლავების თამაშის ცქერით?მესი არ მოგწონთ?უყურეთ სუარესს,კავანის,სანჩესს,აგუეროს,ფალკაოს...რამდენი მართლა მაგარი ფეხბურთელი გამოდის.უყურეთ და მიიღეთ სიამოვნება კარგი ფეხბურთის ხილვით.ერთის სიკარგე ხომ მეორის სიცუდეს არ ნიშნავს.უცქირეთ და მოეშვით ლანძღვას.გაიხსენეთ,რომ ლანძღვა გინებით სხვას კი არ ამდაბლებთ,არამდე საკუთარ სიმდაბლეს ააშკარავებთ.
სოსო
03 ივლისი 2019 13:22
0
კოპა ამერიკაზე რო ვერაფერს გაკეთებ მერე რაუნდა თქვა უბრალოდ ამ აგუეროს რა ჭირს ან დიმარიას ვერ ვხდები.. მესიზე კომენტარს არ ვაკეთებ ეს უბრალოდ ცარიელი ადგილია სტადიონზე... მალაგასთან და ჟიროსასთანა მაგარი ბიჭუკელაა მესი ..მოკლედ ერთი გამოთქმაა ჩემ ძმებს კიდევ მე ვჯობივარო ისე არ იყოს მესი სხვას მაინც ჯობია მოდრიჯზე და აზარზე უკეთესია აშკარად..
nba
03 ივლისი 2019 13:15
5
მესისტებო ტაში,ტაში მარადონამ შ..........................
ფსიქიატრი
03 ივლისი 2019 13:10
3
შენ მართლა გჭირდება ფსიქიატრი მარადონასთან ერთად.
?
03 ივლისი 2019 14:34
2
ვისაც მესი არ უყვარს, იმას ფეხბურთი არ უყვარს, ბრაზილია კაი ხანია აღარ თამაშობს იმ ფეხბურთს, რისთვისაც უყვართ ბრაზილიური ფეხბურთი. რამ გააგიჟა ეს ხალხი, რეალის და ბარსას დაპირისპირების გამო, მესის გინება რა პონტია?! მესი მესია, მორჩა და გათავდა, სად მესისთან ერთად საფეხბურთო სამყარო და სად მესის გარეშე! როგორ შეიძლება მესის თამაშით სიამოვნებას არ იღებდე და გაღიზიანებდეს, ვერ ვიგებ? რაც მაგან ბოატენგს გაუკეთა, ამის გამო შევიძულო მესი და ვიძახო ნულია თქო? მესი გენიაა, უბრალოდ პიროვნება არაა, ესაა მისი პრობლემა.
ბავარია
03 ივლისი 2019 13:10
2
სოსო არ ვიცი ეგ სისულესე სად ამოიკითხე, მაგრამ ფანტაზიას, რომ ცილდება ეგ წაკითხული ფაქტია. რაც შეეხება ბელადობას კომუნისტების დროა? ეს ნაკლი კი არა პირიქით.
გია1
03 ივლისი 2019 17:48
0
პიროვნება როგორ არ არის,მაგრამ ბელადი არაა და ესაა მისი ნაკლი.ადრე სადღაც წავიკითხე,რომ მას დაუნის დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს,რის გამოც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს უცხო გარემოში.არ ვიცი რამდენად მართალია ეს,მაგრამ ბელადი რომ არ არის,ცხადია.თუმცა ჩემს თვალში,ამით,არაფერი აკლდება
სოსო
03 ივლისი 2019 16:36
1
ყველა გამოხმაურება
semi-ის გასაგონად

1. მეგობარო, ფეხბურთის ისტორიას თუ გაეცნობი შენდა გასაოცრად აღმოაჩენ, რომ 1962წ. მსოფლიო ჩემპიონატი, გარინჩას თურმე მარტოს მოუგია, იგივე გაუკეთებია მარადონასაც 1986წ.
2. ფეხბურთელის სიდიადე იმით იზომება სად და ვისთან რა შეგიძლია, დიდებულია მესის გოლი ხეტაფესთან, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელების კარში გატანილს სხვა ფასი აქვს, ამიტომ არ შეიძლება მათი შედარება, თორემ ვერც წარმოიდგენ, რა გოლები და რა რაოდენობით მაქვს შეგდებული ეზოში...
goga
03 ივლისი 2019 13:07
4
გოგა! არ გვინდა რა? საფეხბურთო ლექციების წაკითხვა. ეგ ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა! რაც შეეხება მესის, ულამაზესი ბურთები აქვს მსოფლიო დონეზე გატანილი, თუ გუნდთან ერთად თუ სხვა დონეზე. თქვენ მარტო ლა ლიგაში გატანილი ბურთებით შემოიფარგლებით. მესი არ იყო? ნაკრები, რომ მიიყვანა მოსკოვის მსოფლიოზე, თავისი გატანილი გოლების წყალობით? ბოდიშით რა ჯადოსნური ჯოხი არა აქვს ლეოს, რომ ერთი ხელის თუ ფეხის აქნევით იმ წამსვე მოიპოვოს ყველაფერი. ლეოსაც ჭირდება გვერდით ისეთი მოთამაშეები რომლებიც კარგად გაუგებენ და თამაშში აყვებიან. არ მიყვარს ჩასაფრებულების პოზიციიდან ლაქლაქები. საკმარისია ერთი ფეხი დაუცდეს ლეოს, რომ ატეხავთ ერთ გნიასს და ლანძღვა გინებას. პირდაპირ სიხარულით ცქმუტავთ და ერთმანეთს ეჯიბრებით ლანძღვაში. და ვითომ თქვენი მოკლე ჭკუით ამით ვითომ ამცირებთ ლეოს? რა საცოდავები და უსუსურები ხართ, რომ იცოდეთ.
ქართველი1
03 ივლისი 2019 16:17
3

სიახლეები პოპულარული