ლიონელ მესი ისევ წავა ნაკრებიდან? - არგენტინელის პასუხი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები კაპიტანმა ლიონელ მესიმ ESPN-თან საუბრისას ეროვნულ ნაკრებში დარჩენის საკითხზე გააკეთა კომენტარი:

"წინ ჩვენ რაღაც ახალი გველოდება. იმედი ვიტოვებ, რომ ჩვენ მიმართ არა კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ პატივისცემის განცდა გაუჩნდებათ.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფეხბურთელებთან შესანიშნავად ამეწყო ურთიერთობა და თუ რამე მხრივ მათი დახმარების შესაძლებლობა მექნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ.

რა თქმა უნდა, თუ კი ნაკრებში დარჩენის შანსი მექნება, მე გუნდიდან არ წავალ და მათთან ერთად თამაშის შესაძლებლობას გამოვიყენებ".

შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრები დატოვა,
თუმცა მალე უკანვე დაბრუნდა.

altკორუმპირებული ჩინოვნიკები - მიზეზი რის გამოც არგენტინულ ფეხბურთს უჭირს

მკითხველის კომენტარები / 8 /
მესი ისეთი ფეხბურთელია თუ აკრიტიკებ ვერ თამაშობს თუ აქებ და იძახი რომ მაგარია მერე უფრო სასწაულებს ჩადის. არ ვარ მესისი ფანი. უბრალოდ ფეხბურთი მიყვარს.
roma
17:08 03-07-2019
8
ეხლა ყველამ კარგად გაიგეთ და გამოიფხიკეთ ეგ დახშული ყურები! მესის როცა უნდა წავა, როცა უნდა დარჩება! როცა ხოში ექნება უნდა ითამაშებს არ უნდა და არ ითამაშებს! აი ასე. აქ ვინც ლეოზე ხართ აჭრილები თუ აცრილები, ეს ჩემი კომენტარი თქვენ გეძღვნებათ.
??????????
16:29 03-07-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული