სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს

AutoSharing Option
კოპა ამერიკაზე ჩილესთან მესამე ადგილისთვის მატჩში (2:1) არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი და მეტოქე გუნდის ნახევარმცველი გარი მედელი შეხლა-შემოხლისთვის გააძევეს, ლიონელი კი პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ გავიდა და კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) კორუფციაში დაადანაშაულა.

"მე მედლის მისაღებად არ გავედი, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ კორუფციისა და უპატივცემულობის ნაწილი. ჩვენ მეტს ვიმსახურებთ, მაგრამ ფინალში გასვლის უფლება არ მოგვცეს.

კორუფციამ და მსაჯებმა გულშემატკივრებს ფეხბურთით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცეს. ფეხბურთი დანგრეულია. სიმართლის თქმაა საჭირო.

ტურნირს ბრაზილია მოიგებს? ეს საეჭვო არ არის.
სამწუხაროდ, აქ ყველაფერი ბრაზილიის ხელშესაწყობადაა მოწყობილი. მსაჯები ყველა იდიოტურ გადაწყვეტილებას ბრაზილიის სასარგებლოდ იღებენ. იქნებ კონმებოლმა რაიმე მოიმოქმედოს, თუმცა არა, ბრაზილიას ამ ორგანიზაციაში ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს.

იმედია, მსაჯები და ვიდეოგამეორება ხელს ვერ შეუშლის და პერუ მასპინძლებს ბრძოლას გაუმართავს, ამ გუნდს ეს შეუძლია. თუმცა, ვხედავ, ამის გაკეთება რთული იქნება.

გაძევება? მსაჯს შეეძლო ორივესთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. ეს საკმარისი იქნებოდა. მთავარია, გუნდმა კარგად დაასრულა ტურნირი. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბოლომდე ვერ ვითამაშე, მთლინობაში კი მშვიდად გახლავართ. ტურნირს თავაწეულნი ვტოვებთ, გუნდით ვამაყობ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა. ბოლოს ჩვენ სკალონისთან ერთად ჩვენს თამაშს მივაგენით", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიცით ბატონო რომ მესის ფანები არაობიექტურები ხართ და ასევე ბრმები, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა მესი მარადონას სჯობიაო ამბობთ. ვერხედავთ რომ ნაკრებში ლეოს თამაში არ უნდა თუ არ გამოსდის. ამას დანახვა უნდა.ხოლო ის ვინც დღეს საუკეთესოა ნაკრებშიც ისეთივე ლიდერია როგორც კლუბში. ისე ცნობისათვის არგენტინის ნაკრები არცერთ მსოფლოიზე არც კოპაზე ბრაზილიის ნაკრებზე ძლიერი არასოდეს ყოფოლა.სანახაობრივი მხარე მაქვს მხედველობაში. დღეს თქვენი გულის გასახეთქად პერუს დაანგრევს. ეს ის პერუა რომელმაც 1978-ში არგენტინას მიჰყიდა თამაში 6-0,რომ ბრაზილია ჩაეტოვებინა ჯგუფში. საერთოდ რომელ კორუფციაზე და უსამართლობაზე ლაპარაკობთ?
დავით 67
07 ივლისი 2019 22:14
7
ვინ თქვა არ მევასებაო მესი? მე უბრალოდ ვადრი მარადონას, რაზეც მიდის ხშირად კამათი. ვამბობდი არაადეკვატურები და არაობიექტურები ხართ მეთქი. სათვალეების გარდა დამამშვიდებელი საშუალებები გჭირდებათ. მისი ავტოგრაფით მარიკა მაქვს და გამოგიგზავნი იქნებ აღარ დაგჭირდეს ნემსები.
დავით67
08 ივლისი 2019 16:14
1
დავით 67-ო ამაშიას სექტიდან ხომ არა ხარ? ერთი ერთში გავს შენი ნაჯღაპნი ერთმანეთს. რა მაინტერესებს იცი? მესის გარდა, რომელიც ამოჩემებული გყავთ ამ მარადონისტებს სხვა ფეხბურთელს ვერ ხედავთ? და კიდევ ბრმებს ჩვენ გვეძახით?! თქვენი არა ობიექტურობის რა ვთქვი. წადი და სხვა ამოიჩემეთ პარანოიკებო! არ გევასებათ მესი? (როგორც ჩვენ თქვენი დიეგო) მაშინ შეეშვით, მაგრამ თქვენნაირი სექტანტები შეეშვებიან? გენაცვალე ლეო, რომ ასე აგიჟებ ამ გადარეულებს.
დავით 67-ო ბრმები შენსკენ მოიკითხე.
08 ივლისი 2019 10:34
2
წითელი ბარათიც და ყვითელი ბარათიც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია მერე რა რო გააგდეს ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
ფენომენო
07 ივლისი 2019 10:44
3
ფენომენო გენაცვალე! ყოჩაღ კარგი კომენტარია!
10
07 ივლისი 2019 21:27
0
მსაჯს ეტყობოდა მესი ისე არ ევასებოდა ,როგორც მე პუტინი და შანსი ხელიდან არ გაუშვა რომ როგორღაც დაესაჯა...საერთოდ ასეთი ცუდი მსაჯობა მაშინ როცა ვარიც არსებობს ბევ კითხვისნიშანს აჩენს,მე მესის გულშემატკივარი არა ვარ,მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა უნდა დავეთანხმო მას
aslan
07 ივლისი 2019 10:15
1
მესისტები იმდენად არაადეკვატურები არიან რომ მესიმ თამაშის დროს ძელს რომ მიაფსას იმასაც მოუწონებენ.
რა სასაცილოები ხართ ბარსას ფანები.
07 ივლისი 2019 10:07
22
ეი შენ, ცოტა წესიერად ილაპარაკე! ზრდილობა იქონიე, არ გრცხვენია ამხელა კაცს? ამით პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებ შეურაცყოფას. მესის ხსენებაზე ეგ მყრალი პირი გამოირეცხე.
ნუ გადახვედი დაუკრეფავში.
07 ივლისი 2019 10:25
3
ამაშია საქმე! შენ მოგაფსას დაბოლილმა მარადონამ თავზე. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
რა საცოდავი და უსუსურები ხართ მარადონისტები.
07 ივლისი 2019 10:16
6
მესის ვამტყენებ, რომ ესპანეთის ნაკრებში არ მიიღო მონაწილეობა, აქამდე უკვე ექნებოდა მსოფლიო მოგებული. ამ მაფიოზა არგენტინამ და მისმა მთავარმა მაფიოზმა მარადონამ, ძაან დაგიფასეს ლეო შენი არგენტინისადმი პატრიოტობა. ასეთი გამოთაყვანებული მსაჯები საიდან მოათრიეს.
??????????
07 ივლისი 2019 09:41
12
მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ქალებს შორის ფეხბურთში.ჩვენი ტელევიზიები ამას არ აჩვენებენ რატომღაც.დღეს არის ფინალი trt spor-ზე,ვისაც გაქვთ სატელიტური ანტენა უყურეთ.იწყება 18 საათზე თურქეთის დროით.
maqsi
07 ივლისი 2019 08:57
12
მინდვრებით,მსაჯობით...სამარცხვინო ჩემპიონატი ჩატარდა.
სოსო
07 ივლისი 2019 08:37
0
ბრაზილია ბანძი გუნდია. ხორვატიასთან წამგები გუნდი არ უნდა იყოს ფინალში.
დსსდ
07 ივლისი 2019 04:38
13
თავს ნუ იბანძებ! ასე თუ ისე მეორე ფეხბურთელი მაინც ხარ და არ გეკადრება! რა მოტივით ან რის საფუძველზე გეკუთვნოდა ბრაზილიის დამარცხება? ლიგის ფინალი გამახსენა მესის სიტყვებმა, როცა ბარსელონას " ბალელშიკები " ძალად ტოტენჰემს ქომაგობდნენ ფინალში. ოღონდ ლივერპულს არ მოეგო)) იგივე განმეორდება ეხლაც ბრაზილია დაახევს ბურთს თავზე პერუს!
დავით 67
07 ივლისი 2019 03:40
39
დავით 67-ო მართალს ამბობს ლეო, რა არ ვუყურეთ არგენ. ბრაზ. -იის თამაშს მსაჯმა რატომ არ გამოიყენა ვიდეო გამეორება... რაღაც ძალიან საეჭვოა. ყოჩაღ მესი, რომ არ აიღე მედალი და არ გახვედი დაჯილდოვებაზე. შენი კომენტარი დავით 67-ო ბანძზე უარესია.
ვოვა
07 ივლისი 2019 09:11
4
შენს კომენტარში ჩანს რაოდენ მაგრად გესმის ფეხბურთი :-)
1
07 ივლისი 2019 07:52
2
sagol leo ai egre daichiret imena. vinc redzerg icit like.
sandro lomjaria
07 ივლისი 2019 03:33
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული