მსაჯმა ახსნა თუ რატომ გააძევა ლიონელ მესი

AutoSharing Option
არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის (2:1) კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ მსაჯმა მარიო დიას დე ვივარმა პროტოკოლში ახსნა თუ რატომ გააძევა მოენიდან ლიონელ მესი.

"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მხრით მეტოქის დარტყმა", - წერია მსაჯის მიერ მატჩის პროტოკოლში მესის გაძევების შესახებ.

გარდა ამისა ვივარმა ახსნა თუ რატომ უჩვენა წითელი ბარათი ჩილელ გარი მედელს, ვისთანაც კონფლიქტი მესის მოუვიდა.

"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მკერდითა და ხელით
მეტოქის დარტყმა", - დაწერა მსაჯმა.