ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: მესიმ საკუთარი სიდიადე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ტიტემ კომენტარი გააკეთა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესის განცხადებაზე.

მესიმ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კონფედერაციაში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა.

"მან, ვისაც ექსტრაორდინალურად და უცხოპლანეტელად ვთვლიდი, უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.

აუცილებელია მარცხის ვაჟკაცურად მიღება. ყველა ფრთხილად უნდა იყოს საკუთარ სიტყვებთან. მან, საკუთარი სიდიადე კითხის ქვეშ დააყენა. ჩვენ არგენტინის წინააღმდეგ სამართლიანად ვითამაშეთ", - გადმოსცემს ტიტეს სიტყვებს ESPN.

ბრაზილიამ კოპა ამერიკას ნახევარფინალში არგენტინა დაამარცხა (2:0). მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო და მესი მსაჯების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

არგენტინელთა კაპიტანმა
ბრინჯაოს მედალზეც უარი თქვა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფეერაციაში კორუფციაა და მასში არგენტინა მონაწილეობას არ მიიღებს.