ტიაგო სილვა: როცა პსჟ-მ 1:6 წააგო, მესის მსაჯობაზე არაფერი უთქვამს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მცველმა და პსჟ-ს კაპიტანმა ტიაგო სილვამ უპასუხა ლიონელ მესის, რომელმაც სამხრეთამერიკულ ფეხბურთში არსებულ კორუფციასა და სუბიექტურ მსაჯობაზე ისაუბრა.

"ძნელია კომენტარის გაკეთება, რადგან ზოგჯერ ადამიანები წაგების მიზეზს საკუთარ თავში არ ეძებენ და ყველაფერს სხვას გადააბრალებენ ხოლმე.

როცა 1:6 წავაგეთ "ბარსელონასთან", მსაჯი ესპანელებს აშკარად დაეხმარა, თუმცა პსჟ-ს ფეხბურთელებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ და არ დაუწყიათ მტკიცება, რომ პარიზული კლუბის ლიგიდან გამოგდება უეფას სურდა. სხვათა შორის, არც მესის უთქვამს რამე მაშინდელი არაობიექტური მსაჯობის შესახებ", - გადმოსცემს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.

არგენტინის ნაკრების
კაპიტანმა მსაჯობა კოპა ამერიკაზე ბრაზილიასთან განცდილი მარცხის(0:2) შემდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთშია კორუფცია ტრიალებს.