დიეგო კოშტა შეიძლება "ფლამენგოში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
Yahoo! Sports-ის ცნობით, "ატლეტიკოს" თავდამსხმელ დიეგო კოშტას სამსახურით "ფლამენგო" დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიური კლუბი მზადაა 30 წლის ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ახლა დიეგოს სეზონური ხელფასი 8.5 მილიონია და "ფლამენგოში" გადასვლის შემთხვევაში, ანაზღაურება შეუმცირდება.

გასულ სეზონში დიეგომ 21 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, "როხიბლანკოსთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგოს შეძენის სურვილი "ევერტონს" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული