ნეიმარს "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება - პსჟ-ს კი სურს, "რეალში" გაუშვას

AutoSharing Option
თავდამსხმელ ნეიმარის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.

პსჟ-ში შეკრებაზე დაგვიანებით გამოცხადებისას მწვრთნელმა ტომას ტუხელმა თქვა, რომ ნეიმართან პრობლემა არა აქვს და საკითხი ფეხბურთელისა და კლუბის გადასაწყვეტია.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში" სურს დაბრუნება, მთელი გუნდის წინაშე გაკიცხა.

თუ ადრე ნეიმარისა და მისი მამისთვის პრიორიტეტული ფული იყო, ახლა ყველაფერზე თანახმანი არიან, ოღონდ ფორვარდი "ბარსაში" დაბრუნდეს.

კატალონიურ კლუბს კი მისი შესაძენი თანხა არა აქვს და "პარი სენ ჟერმენს" იჯარას გაისად კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით სთავაზობს.

The Independent-ის ცნობით, პსჟ-ს ეს ვარიანტი არ
აწყობს, "რეალთან" წამოიწყო მოლაპარაკება და უნდა, გარეთ ბეილში გაცვალოს, თან გარკვეული თანხა მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოჰ ნეი ნეი, რა ძალა გედგა, რომ აირიე კარიერა? ყოფილიყავი ბარსაში ასე ხომ არ აგერეოდა ცხოვრება? მთელი გულით და სულით მინდა დაბრუნდე ბარსაში!
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული