გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში გაიტანა გოლი

AutoSharing Option
წინასასეზონო შეკრებაზე კიევის "დინამო" ამხანაგურ მატჩში თანაქალაქელ "ობოლონ-ბროვარს" დაუზავდა (1:1) და ამ შეხვედრაში თავი "დინამოელთა" 18 წლის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გამოიჩინა.

"დინამოს" მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა და მე-11 წუთზე ანგარიში წიტაიშვილმა შორიდან დარტყმით გახსნა.

გიორგი ამბობს, რომ ამ სეზონში მისი მიზანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა.

28 ივლისს უკრაინის სუპერთასზე "დინამო" ოდესაში "შახტარს" შეხვდება, 31 ივლისს კი - ჩემპიონატის პირველ ტურში ლვოვში "კარპატის".

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრებში მიწვევენ, მაგრამ პასპორტის გამოცვლას არ ვაპირებ

altfootball.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის -

საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს

altU20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ბიჭს ეტყობა რო უკრაინელობა უნდა(ნეტა ვცდებოდე)ალბათ ვიღაცეებმა უნდა ელაპარაკნენ-კინო ფილმი ფესვები აყურებინონ,მამლუქი და აუხსნან საკუთარ ფესვებზე უარის თქმა ნიშნავს მომავალზე უარის თქმას.კითხოს ლაშა ტალახაძეს,თუშიშვილს,მაჭარაშვილსა და სხვებს რამხელა სიამოვნებაა საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა და გულზე ხელის დადება.ისე ერთი ჯიქია მანახა რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს გულზე ხელდადებული.
დ.ფ.
07:24 22-07-2019
0
ჩვენს ეზოში ბავშვები თამაშობდნენ იმათაც გაიტანეს გოლები ...დამიჯერეთ ისინი უფრო საინტერესო და სასარგებლონი არიან ამ ქვეყნისთვის ...ვიდრე ორი ჭ კლასის კიევის გუნდების თამაში და მათში მონაწილენი გვარების მიუხედავად ...!!!
Auee
02:33 22-07-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული