აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის USL დივიზიონში (რანგით მეორე MLS-ის შემდეგ) "ჩრდილოეთ კაროლინასა" და "შარლოტ ინდიფენდენსს" შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დამთავრდა.
97-ე წუთამდე ამ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არც განსაკუთრებული გოლი გასულა, არც ლამაზი თამაში იყო და არც შედეგი გააკვირვებდა ვინმეს, თუმცა ბოლო წუთებზე განვითარებულმა მოვლენებმა ეს შეხვედრა მსოფლიოს გააცნო.
რაც ხდება მოედანზე, ვიდეოშიც კარგად ჩანს. აღსანიშნავია ის, რომ აუტსაიდერი გუნდი ამ ორიდან არცერთი არაა და "ჩრდილოეთ კაროლინა" (შავებში) დივიზიონში მე-4 ადგილს იკავებს.