მსოფლიო ჩემპიონი ანდრე შურლე მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი ანდრე შურლე კარიერას მოსკოვის "სპარტაკში" გააგრძელებს - ამის შესახებ რუსული კლუბის ვებგვერდი იუწყება.

შურლე ახალ კლუბში 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
28 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს "მაინცის", "ლევერკუზენის", "ჩელსისა" და "ვოლფსბურგის" რიგებში უთამაშია, გასული სეზონი კი იჯარის წესით "ფულემში" გაატარა.

ანდრე შურლეს გერმანიის ნაკრებში 57 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც 22 გოლის გატანა მოახერხა. 2014 წელს ის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ფინალში კი არგენტინის წინააღმდეგ მარიო გიოტცემ მისი საგოლე გადაცემით გაიტანა.

ტეგები: