პირველად უეფას ისტორიაში - კაცთა შეხვედრას ქალი განსჯის

AutoSharing Option
უეფამ გამოაცხადა, რომ მათი ეგიდით გამართულ კაცთა თამაშს, ისტორიაში პირველად, ქალი არბიტრი, ფრანგი სტეფანი ფრაპარი განსჯის.

მისი დამხმარეები კი მანუელა ნიკოლოზი და მიშელ ო'ნილი იქნებიან. ეს შეხვედრა "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გასამართი უეფას სუპერთასის მატჩი იქნება.

36 წლის ფრაპარი გასულ თვეში გამართულ ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მსაჯობდა. გარდა ამისა, ფრანგ არბიტრს ლიგა 1-ში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და უკვე საკუთარი ქვეყნის ყველა დივიზიონის თამაშების განსჯა შეეძლება.

უეფას სუპერთასი კი 14 აგვისტოს სტამბულში გათამაშდება.